ცნობილი გახდა, რომ ანდრეს ინიესტამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
სოციალურ მედიაში ინიესტას კომენტარი გავრცელდა, რომელიც მან ოქროს ბურთის ვერმოგებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ოქროს ბურთის მოგებაზე უფრო დიდი მნიშვნელობის ჩემთვის ის ფაქტი იყო, რომ პოდიუმზე სამი ფეხბურთელი ვიყავით და სამივე ლა მასიიდან, ხოლო თუ ვინ მოიგო ის, ეს მეორეხარისხოვანი იყო.
- თქვა ინიესტამ.
დონ ანდრესმა ბარსელონას შემდეგ რამდენიმე წლით იაპონურ ვისელ კობეში ითამაშა, კარიერა კი არაბულ კლუბში დაასრულა.