ლუნინის სიგიჟე - უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩამდე სკანდალია » სპორტის ხაზი

ლუნინის სიგიჟე - უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩამდე სკანდალია

ლუნინის სიგიჟე - უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩამდე სკანდალია
8-10-2024, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

უკრაინის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, სერგეი რებროვმა სრულ განაცხადში მადრიდის რეალის მეკარე, ანდრეი ლუნინი არ შეიყვანა, თავდაპირველ მიზეზად კი ვირუსული ინფექცია დასახელდა.

როგორც ახლა იწერება, ინფექცია არაფერ შუაშია და ყველაფერი ლუნინის გადაწყვეტილებიდან მომდინარეობს. ირკვევა, რომ ტიბო კურტუას არყოფნაში ლუნინს საკლუბო დონეზე ადგილის დამკვიდრება აქვს გადაწყვეტილი, რის გამოც ანდრეიმ ნაკრებში თამაში მეორეხარისხოვნად მიიჩნია.

აღნიშნული ინფორმაცია ნელ-ნელა უფრო და უფრო ცნობილი ხდება და უდიდესი ალბათობით, ლუნინის ამ საქციელს (თუ დადასტურდა) სადისციპლინო დარღვევის სტატუსი უნდა მიეცეს, რის შემდეგაც უკრაინელი მეკარის ნაკრებში ხელახლა გამოძახების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუნინთან ერთად უკრაინელებს კიდევ არაერთი ფეხბურთელი დააკლდებათ, ესენია: ანდრეი იარმოლენკო, ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო, რუსლან მალინოვსკი, ვიქტორ ციგანკოვი და სხვა.

საქართველოს ნაკრებს უკრაინა 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი