ბუდაპეშტის მტკ-ის ცენტრალური მცველი, ილია ბერიაშვილი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა Sofascore-მა ტურის მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
26 წლის ფეხბურთელი "კეჩკემეტის" წინააღმდეგ 3:1 დასრულებულ შეხვედრაში გამორჩეული იყო, მეორე ტაიმის ბოლოს გოლიც გაიტანა და გუნდს დაეხმარა.
სტატისტიკური ვებსაიტი Sofascore ქართველის თამაშს 8.6 ქულით აფასებს რაც უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.