ქართველი ფეხბურთელი, ილია ბერიაშვილი ეროვნული ლიგიდან უნგრეთის ჩემპიონატში გადაბარგდა. მისი ამჟამინდელი კლუბი მეზოკოვეშდი გახლავთ.
ბოლოს, ილია ბერიაშვილი თელავში თამაშობდა და 16 შეხვედრაში 1 გოლის გატანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მას 9 შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ მეზოკოვეშდში კიდევ ერთი ქართველი, ლუკა ლაკვეხელიანი თამაშობს, თუმცა მას ბევრი სათამაშო წუთი არ ეძლევა.