უკვე დიდი ხანია, რაც სანეს ბაიერნში აღარ ენდობიან და გერმანელმა სასტარტოში ადგილიც დაკარგა, რის გამოც ლეროი ახალ კლუბს ეძებს.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს სანეს ბაიერნთან ხელშეკრულება ეწურება და როგორც წერენ, ფეხბურთელი მას აღარ გაახანგრძლივებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანეს დამატების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ფლიკის ბარსელონაა.
ამ პოტენციურ ტრანსფერში დიდ როლს თამაშობს ჰანსი ფლიკი, რომელსაც სანესთან უმუშავია და მასთან ხელახალ თანამშრომლობას გერმანელი მწვრთნელი კვლავ მიესალმება.