მიუნხენის ბაიერნის ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე მეტად სურს.
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და მისი მოგება ძალიან მსურს, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია.
ცხადია ფინალის ალიანს არენაზე ჩატარება დიდებული გრძნობა იქნება, ბაიერნის ფანები ჩემპიონტა ლიგის საღამოებზე დაუჯერებელ ატმოსფეროს ქმნიან", - განაცხადა კეინმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2025 წლის 31 მაისს, ალიანს არენაზე ჩატარდება.