ჰარი კეინისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნის შანსები სულ უფრო იზრდება. ტუხელის გუნდმა წლის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერზე მუშაობა შეიძლება მალე დაასრულოს.
ბაიერნის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, 29 წლის ფორვარდმა 100%-ით ნათელი გახადა, რომ მხოლოდ ბაიერნში სურს გადასვლა - კეინმა სხვა უცხოურ კლუბში თამაშის ალბათობა გამორიცხა.
ჰარი კეინი დარწმუნებულია, რომ მას ბაიერნთან და ტომას ტუხელთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
დარჩა მხოლოდ ერთი რამ: ბაიერნის და ტოტენჰემის შეთანხმება.