მიუნხენის ბაიერნის ინსაიდერის და Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის მტკიცებით, ტომას ტუხელი ბარსელონას გარემარბის, რაფინიას დიდი გულშემატკივარია და 26 წლის მოთამაშეს აკვირდება.
ამ მომენტისთვის სიტუაცია შემდეგნაირია: ბრაზილიელი შემტევი არ არის დადასტურებულად ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეების სიაში, მაგრამ უახლოეს კვირებში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, ამიტომ სიტუაციას გერმანული მედია ახლოდან აკვირდება.
ცნობისთვის, 26 წლის რაფინიამ ამ სეზონში ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 7 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით მოახერხა.