UFC307-ზე რომან დოლიძემ პირველ რაუნდში კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დოლიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო ბრძოლის ჩატარება დეკემბერშივე სურს და სასურველ მეტოქეებად რობერტ უიტეკერი და ხამზატ ჩიმაევი დაასახელა.
ბრძოლის შემდეგ, Setanta Sports-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ მღერის რომან დოლიძე "ჩიტო გვრიტოს".
იხილეთ ვიდეო: