UFC307-ზე რომან დოლიძემ პირველ რაუნდში კევინ ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში დოლიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო ბრძოლის ჩატარება დეკემბერშივე სურს და სასურველ მეტოქეებად რობერტ უიტეკერი და ხამზატ ჩიმაევი დაასახელა.
"დაბრუნება დეკემბერშივე მსურს! ვისთან ბრძოლა მინდა? ჩემს დივიზიონში ორი საინტერესო სახელია - უიტეკერი და ხამზატი, ორივე მაღალი დონის მებრძოლია და საკუთარი თავის გამოცდა მათთან მსურს", - განაცხადა რომანმა.