დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირს ახალი გამარჯვებული ჰყავს.
დღეს, ფინალში ერთმანეთს "ამრა" და "ვიქტორ სანიკიძის" აკადემია დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება "ვსამ", 82:71, მოიპოვა.
"ამრა" კლუბ "ოლიმპს" წარმოადგენს, რომელსაც მთავარი სპონსორის გამო ამჯერად "ამრა" ჰქვია.
საფინალო შეხვედრაში გამორჩეული იყო ზემოთ ნახსენები გუნდის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა,
აკადემიელები კი საჩემპიონო ტიტულს მეტწილად ჯერმეინ ჰედის უნდა უმადლოდნენ, რომელმაც 31 ქულა დააგროვა.