ვიტალი დარასელიას შვილმა ამერიკაში ქართული აკადემია გახსნა » სპორტის ხაზი

ვიტალი დარასელიას შვილმა ამერიკაში ქართული აკადემია გახსნა

ვიტალი დარასელიას შვილმა ამერიკაში ქართული აკადემია გახსნა
27-08-2024, 14:07
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ვიტალი დარასელიას შვილმა ნიუ იორკში ქართული საფეხბურთო აკადემია გახსნა.

ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ პაატა დათუნაშვილის დაარსებულ საფეხბურთო სკოლა „ვიტ ჯორჯიაში“ მწვრთნელად ვმუშაობდი, სადაც დიდი გამოცდილება შევიძინე და შემდეგ საკუთარი აკადემიის გახსნა გადავწყვიტე. ყველა საჭირო საკითხი გადავწყვიტე, პირველი ჯგუფები ჩამოვაყალიბეთ და ნიუ იორკში აკადემია გავხსენი.

გვერდში ბევრი ადამიანი დამიდგა, ვისაც ვიტალი დარასელია ახსოვს და უყვარს. აკადემიაში ქართველებიც არიან და სხვა ქვეყნიდან ემიგრირებულთა შთამომავლები. აკადემია ახლახანს გავხსენით, მაგრამ უკვე 50-მდე ბავშვი მოვიდა და ნელ-ნელა მათი რაოდენობა იზრდება.

ჩემთან მუშაობს „დინამო თბილისის“ აკადემიის მეკარეთა ყოფილი მწვრთნელი ზურაბ ქვაჩახია, რომლის გაზრდილიცაა გიორგი მამარდაშვილი. მინდა, ნელ-ნელა კიდევ სხვა ცნობილი სპეციალისტები მოვიყვანო, ისინი, ვინც კვარაცხელია, დავითაშვილი და ბევრი ცნობილი მოთამაშე გაზარდა.

- უთხრა პირველ არხს ვიტალი დარასელია უმცროსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი