ჩემპიონთა ლიგა | ჟირონამ ისევ წააგო, ატალანტამ კი სამი ქულა აიღო » სპორტის ხაზი

ჩემპიონთა ლიგა | ჟირონამ ისევ წააგო, ატალანტამ კი სამი ქულა აიღო

ჩემპიონთა ლიგა | ჟირონამ ისევ წააგო, ატალანტამ კი სამი ქულა აიღო
2-10-2024, 22:48
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის ორი ადრინდელი შეხვედრა, სადაც ჟირონამ ფეინოორდთან წააგო, ატალანტამ კი შახტარს მოუგო.

ჟირონასა და ფეინოორდის მატჩში ჯამურად 5 გოლი გავიდა და 2 პენალტი გაფუჭდა, - 2:3. ესპანელებმა მესამე გოლი თანაბარ ანგარიშზე მატჩის ბოლოსკენ ავტოგოლით მიიღეს (2 შეხვედრაში ჟირონამ 3 ავტოგოლი გაიტანა!), რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს და მნიშვნელოვანი ქულა/ქულები დაკარგეს.

რაც შეეხება შახტარისა და ატალანტას შეხვედრას, აქ იტალიელებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს, - 0:3. შახტარმა გოლები ჯიმსიტისგან, ლუკმენისგან და ბელანოვასგან მიიღო. სამწუხაროდ, მწვრთნელს ირაკლი აზაროვისთვის არცერთი სათამაშო წუთი არ მიუცია.

ჟირონას 2 ტურის შემდეგ ლიგაზე კვლავ 0 ქულა აქვს, ატალანტას კი 4 აქვს აღებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი