სადებიუტო ევროზევე - რომელ ნაკრებებს გავუსწარით აღებული ქულებით » სპორტის ხაზი

სადებიუტო ევროზევე - რომელ ნაკრებებს გავუსწარით აღებული ქულებით

სადებიუტო ევროზევე - რომელ ნაკრებებს გავუსწარით აღებული ქულებით
7-07-2024, 01:23
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. სპორტულ შედეგებს თავი რომ დავანებოთ, ამაზე იმ უცხოელ გულშემატკივართა დამოკიდებულება მეტყველებს, რომლებიც ჩვენი ნაკრების მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ევროპელი ქომაგების მხარდაჭერისა და სიმპათიების მოპოვებასთან ერთად, საქართველომ სადებიუტო ევროზე ღირსეულ მაჩვენებლებს მიაღწია, რომლითაც ეროვნულმა გუნდმა ამავე ტურნირის ისტორიაში არაერთ ნაკრებს გაუსწრო, ესენია: ჩრდილო მაკედონია, ლატვია, ფინეთი, ჩრდილო ირლანდია, ბულგარეთი და ალბანეთი.

საქართველომ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა აიღო და ზემოაღნიშნულ ნაკრებებს გადაუსწრო (ან გაუთანაბრდა). აი, როგორ გამოიყურება სრული სია:

ჩრდილო მაკედონია - მონაწილეობა მიიღო ერთხელ, ითამაშა სამი შეხვედრა და აიღო 0 ქულა.
ლატვია - მონაწილეობა მიიღო ერთხელ, ითამაშა სამი შეხვედრა და აიღო 1 ქულა.
ფინეთი - მონაწილეობა მიიღო ერთხელ, ითამაშა სამი შეხვედრა და აიღო 3 ქულა.
ჩრდილო ირლანდია - მონაწილეობა მიიღო ერთხელ, ითამაშა სამი შეხვედრა და აიღო 3 ქულა.
ბულგარეთი - მონაწილეობა მიიღო ორჯერ, ითამაშა ექვსი შეხვედრა და აიღო 4 ქულა.
ალბანეთი - მონაწილეობა მიიღო ორჯერ, ითამაშა ექვსი შეხვედრა და აიღო 4 ქულა.
საქართველო - მონაწილეობა მიიღო ერთხელ, ითამაშა ჯგუფში სამი შეხვედრა და აიღო 4 ქულა.

როგორც ხედავთ, საქართველოსთან ერთად 4-4 ქულა ბულგარეთსა და ალბანეთს აქვთ აღებული, თუმცა მათ საამისოდ ორი ევროპა და ჯგუფური ეტაპის 6 მატჩი დასჭირდათ, საქართველომ კი ანალოგიური მხოლოდ 3 შეხვედრაში გააკეთა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი