როგორც იცით, იმის გამო, რომ ტერ შტეგენმა ხანგრძლივი ტრავმა მიიღო, ბარსელონამ უფასო აგენტის სტატუსით ვოიცეხ შესნი დაიმატა.
პოლონელმა მეკარემ ბლაუგრანაში გადასვლასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბარსაში სათამაშოდ მოვედი. რობერტ ლევანდოვსკი პირველი ადამიანი იყო, ვინც დამირეკა და მომილოცა.
თავიდან არ ვიყავი დარწმუნებული თუ რამდენად შევძლებდი ბარსელონაში თამაშს კარიერის დასრულების შემდეგ, თუმცა მეგობრებმა და ოჯახმა გადამაფიქრებინეს. მათ მითხრეს, რომ თუ ამ შეთავაზებას ხელიდან გავუშვებდი, მაშინ სულელი ვიქნებოდი და ისინი მართლები იყვნენ, მე ბარსაში თამაშს დავთანხმდი.
- თქვა შესნიმ.