პოლონელი კარის დარაჯი, ვოიცეხ შესნი, რომელმაც კარიერა გასულ ხანებში დაასრულა, ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა და კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.
მხარეებს შორის 1-წლიან ხელშეკრულება გაფორმდება და გუნდში მძიმედ ტრავმირებულ მარკ ანდრე ტერ შტეგენს შეცვლის.
უახლოეს დღეებში შესნი ბარსელონაში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.