ვოიცეხ შესნი უკვე ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია - ინფორმაციას ამის თაობაზე ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, 34 წლის პოლონელმა მეკარემ კატალონიურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ვილიარეალთან მატჩში ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდება.