ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა, ფრანჩესკო მონტერვინომ ხვიჩა კვარაცხელიასა და კლუბის საკონტრაქტო ხელშეკრულება მიმოიხილა.
მონტერვინო ამბობს, რომ კვარა კონტრაქტის განახლებაზე უკვე ძალიან ნერვიულობს, რადგან ამაზე მედიაში საუბარი უწყვეტად მიმდინარეობს, აურელიო დე ლაურენტისი კი ნაბიჯების გადადგმას ჯიუტად არ ჩქარობს.
უკვე აშკარად ჩანს, რომ ხვიჩას ეს თემა ადარდებს. შესაძლოა, მომავალში კონტრაქტის განახლების შემდეგ შეცვლის გამო ქართველი აღარ გაღიზიანდეს, ახლა კი მასზე ეს საკითხი ნამდვილად მოქმედებს. აი, ყველა კარგად დაინახავთ, თუ როგორ შეიცვლება მისი დამოკიდებულება და ხასიათი მას შემდეგ, რაც კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
- ამბობს ნაპოლის ყოფილი კაპიტანი.
ბოლო ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები ნაპოლის პრეზიდენტს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეხვდებიან და ქართველიც ახალ კონტრაქტს ხელს სწორედ მაშინ მოაწერს.