დე ლაურენტისი შესაძლოა მილანი-ნაპოლის მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი შესაძლოა მილანი-ნაპოლის მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია

დე ლაურენტისი შესაძლოა მილანი-ნაპოლის მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია
17-04-2023, 16:42
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მილანი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას შესაძლოა ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერ დაესწროს - როგორც იწერება, ნაპოლის პრეზიდენტს მატჩის პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრა აქვს ჩანიშნული და მისი იქ დასწრება აუცილებელია.

არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დე ლაურენტისი საკუთარი კლუბის ქომაგებს "გაურბის" - მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ნაპოლის ქომაგები კლუბის პრეზიდენტს ბილეთების ფასის ზრდის გამო დაუპირისპირდნენ.

მოკლედ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია - შესაძლოა დე ლაურენტისი მართლაც დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, ცხადია ნაპოლის ქომაგები ყოველივე ამას ცუდ ტონად მიიღებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი