ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მილანი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.
როგორც იტალიური გამოცემები წერენ, აღნიშნული მატჩისთვის სამართალდამცველების მაქსიმალური მობილიზაცია იგეგმება, რადგან იწერება, რომ ნაპოლის ფანებმა ფეინოორდის ულტრასები მილანის წინააღმდეგ მატჩზე მოიწვიეს.
ჯერჯერობით უცნობია იგეგმება თუ არა მილანის ულტრასების დაპირისპირება ნაპოლის და ფეინოორდის გაერთიანებულ ულტრასებთან.
შეგახსენებთ, ფეინოორდი 20 აპრილს ევროპის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში რომას დაუპირისპირდება.