"შეგვხვდეს და ამ საკითხზე გაგვესაუბროს" - ნაპოლის ტიფოზები დე ლაურენტისზე » სპორტის ხაზი

"შეგვხვდეს და ამ საკითხზე გაგვესაუბროს" - ნაპოლის ტიფოზები დე ლაურენტისზე

"შეგვხვდეს და ამ საკითხზე გაგვესაუბროს" - ნაპოლის ტიფოზები დე ლაურენტისზე
5-03-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Spazio Napoli წერს, ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრებს კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა და გარკვეული საკითხის შესახებ დალაპარაკება სურთ.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ტიფოზებს უნდათ, რომ მატჩებზე დასწრება და გარკვეული პერფორმანსების შესრულება შეძლონ, რათა საჩემპიონო სეზონმა მათთვის დასამახსოვრებლად ჩაიაროს. აი, რას ამბობენ ისინი:

"ჩვენი ქალაქისთვის და ამ ისტორიული მომენტისთვის გვსურს, რომ ჩვენც ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ჩვენ სხვადასხვა სტადიონებზე ვხედავთ, თუ როგორ საოცრად აღნიშნავენ მოწინააღმდეგე გუნდების ტიფოზები სხვადასხვა წარმატებას, ნაპოლი კი პირველ პოზიციაზეა და ჩვენთვის მსგავსი დადგმების მოწყობა დღემდე აკრძალულია."

"ჩვენი სურვილი? - გვსურს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათი დაგვითმოს დე ლაურენტისმა და ამ საკითხის შესახებ გაგვესაუბროს, რამე გააკეთოს იმისთვის, რომ ტიფოზებმა მატჩებზე დასწრება და პერფორმანსის დადგმა შეძლონ."


ცნობისთვის, ნაპოლის ტიფოზებს მატჩებზე დასწრება რომას გულშემატკივრებთან დაპირისპირების გამო 2 თვით აეკრძალათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი