Calcionapoli-მ ვიქტორ ოსიმენის კომენტარი გაავრცელა, სადაც ნიგერიელმა თქვა, რომ 100 მილიონ ევროზე მეტიც კი ღირს.
მსოფლიოში საკმაოდ ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემნაირ წარმატებას მიაღწია. დიახ, მე 100 მილიონი და მეტი ვღირვარ, რაც დავიმსახურე კიდეც. ყველაფერი ჩემს ხასიათთან, პიროვნულობასთან და იმასთანაა დაკავშირებული თუ რა ხარისხი გამაჩნია.
სხვები სხვაგვარად ფიქრობენ? დაე, იფიქრონ, ყველას თავის აზრი გააჩნია. ჩემი აზრით, სამართლიანია, რომ ეს ფასი მადევს.
- თქვა ოსიმენმა.