"არ ვიცი ეს ჯილდო რით დავიმსახურე" - კევინ დე ბრუინი » სპორტის ხაზი

"არ ვიცი ეს ჯილდო რით დავიმსახურე" - კევინ დე ბრუინი

"არ ვიცი ეს ჯილდო რით დავიმსახურე" - კევინ დე ბრუინი
24-11-2022, 12:50
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის F ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტის, ბელგიისა და კანადის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლოგიკური შედეგი კი მივიღეთ (1:0 ევროპელთა სასარგებლოდ), თუმცა რობერტო მარტინესის გუნდის პერფორმანსი კრიტიკას ნამდვილად ვერ უძლებდა.

აღსანიშნავია, რომ სხვა წამყვანი მოთამაშეების მსგავსად, თავის თავს არც კევინ დე ბრუინი ჰგავდა, რომელსაც ბურთის არაერთი დაკარგვა და უზუსტო გადაცემა ჰქონდა, რაც ბელგიელთა ცენტრის მოშლაზეც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა კარგად ვერ ითამაშა, მან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მაინც მიიღო, რაზეც დე ბრუინმა შემდეგი რამ თქვა: "არ ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე, რის გამოც ვერ ვხვდები თუ რით დავიმსახურე ამ ჯილდოს მოგება. შესაძლოა, ეს მხოლოდ ჩემი სახელის გამო მოხდა."

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებმა F ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და რობერტო მარტინესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს 17:00 საათზე მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი