17-წლამდელების ზედიზედ მეორე გამარჯვება - ქართველმა გოგონებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს » სპორტის ხაზი

17-წლამდელების ზედიზედ მეორე გამარჯვება - ქართველმა გოგონებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს

17-წლამდელების ზედიზედ მეორე გამარჯვება - ქართველმა გოგონებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს
30-09-2024, 19:59
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა 17-წლამდე გოგონებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს, დღევანდელი შეხვედრა 2:0 დასრულდა.

"საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. სალომე ხუბულურის გუნდმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში მეტოქეს 2:0 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 68-ე წუთზე ანანო წიქარიძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების შემტევმა გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. 86-ე წუთზე წიქარიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც რუსთავში 27 სექტემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება."


- ვკითხულობთ nakrebi.ge-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი