საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
27 და 30 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა 13:00 საათზე.
17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ნოემბერში გასამართ შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
წყარო: nakrebi.ge