ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს და შესაბამისად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – შეფასებები ანალიტიკურ ვებგვერდ Sofascore-ზე გამოქვეყნდა.
მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში „პადერბორნთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში "კარლსრუეს" ქართველმა თავდამსხმელმა 9,0 შეფასება მიიღო, შესაბამისად დაიმსახურა ადგილი ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში ადგილი და, ასევე, საუკეთესო მოთამაშის წოდებაც.