რამაზ სვანაძე: "რუსეთის ჩემპიონატში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს" » სპორტის ხაზი

რამაზ სვანაძე: "რუსეთის ჩემპიონატში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს"

რამაზ სვანაძე: "რუსეთის ჩემპიონატში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს"
16-09-2022, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ჩემპიონატში არცერთი ქართველი არ უნდა თამაშობდეს.

სვანაძემ ლუკა გაგნიძის შესახებაც ისაუბრა. სპეციალისტის თქმით, ისურვებდა, რომ გაგნიძე რუსეთის ჩემპიონატში არ თამაშობდეს.

“ასევე, მინდა შევეხო ლუკა გაგნიძის თემას. პირველი და რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ჩვენი, ამ შემთხვევაში პირადად ჩემი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არა მარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ.

ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია. თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებით, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს. ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია. ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ, ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი, ის, რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის”
– განაცხადა სვანაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი