“ნაპოლიმ” “რეინჯერსი” 0-3 დაამარცხა და ამაში თავისი დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.
ხვიჩამ მეორე პენალტი მოიპოვა, რომელიც პოლიტანომ შეასრულა. მანამდე პირველი პენალტის დროს ბურთთან ზელინსკი მივიდა და ორჯერ გააცუდა.
ამ მომენტში ბურთთან პოლიტანოა მისული და კვარა ზელინსკის გადაეხვია, ჩაეხუტა და გაამხნევა.
“ნაპოლის” ფანები ამ ყველაფერს განსაკუთრებული სიყვარულით შეხვდნენ და აღნიშნავენ, რომ დღეს “ნაპოლი” ერთი გუნდია.
ერთ-ერთმა ფანმა ასეთი კომენტარი დაწერა: “თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩას გუშინ არ გაუტანია, ნამდვილად ცდება”