"საჩქარო არაფერია, რადგან.." - ნაპოლის დირექტორი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე » სპორტის ხაზი

"საჩქარო არაფერია, რადგან.." - ნაპოლის დირექტორი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

"საჩქარო არაფერია, რადგან.." - ნაპოლის დირექტორი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე
29-09-2024, 15:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იტალიურ მედიაში დღესაც განხილვის საგანია.

აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი იტალიური გუნდის დირექტორმა ჯოვანი მანამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საჩქარო არაფერია.

"უკვე არაერთხელ ვთქვი და კვლავ გავიმეორებ - საჩქარო აქ არაფერია. ხვიჩას ნაპოლისთან კონტრაქტი მომდევნო 3 წლის განმავლობაში აკავშირებ და როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მშვიდად ვართ... ვნახოთ მომდევნო თვეებში რა იქნება", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ხვიჩას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს მხარეები გარკვეულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი