იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონის მორიგი ტურის შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსი" გასვლაზე "ჯენოას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
დუბლი შეასრულა "ბებერი ქალბატონის" სერბმა თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, მესამე გოლის ავტორი 89-ე წუთზე კი ახალგაზრდა პორტუგალიელი გარემარბი, კონსეისაო გახდა.
6 ტურის შემდეგ ტურინელები 12 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, ჯენოას კი 5 ქულა აქვს, მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ცოტა აშორებს.