გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 3 მშრალად შენახული კარი მოუგროვდა, ერთ-ერთი მათგანი კი უკანასკნელ ტურში "კადისთან" 2-0 მოგებული შეხვედრა იყო.
მადრიდული გამოცემა მარკა წერს, რომ მიმდინარე სეზონში გიორგისთვის მშრალი კარი მთავარი მოტივაციაა:
"უბრალოდ დააკვირდით გიორგის რეაქციას ყოველი მშრალად შენახული მატჩის შემდეგ. ის ინგლისურად ამბობს Clean Sheet-ს, რაც "სუფთა ფურცელს", საფეხბურთო ტერმინოლოგიით კი მშრალად შენახულ კარს აღნიშნავს.
ეს "ვალენსიას" ქართველი მეკარისთვის მთავარი გამოწვევა და მოტივაციაა - გუნდური წარმატება, რომელიც თავის პატარა ინდივიდუალურ წარმატებებზეა აგებული. 23 წლის მეკარე "ვალენსიას" ერთ-ერთი მთავარი ბურჯია - "კადისთან", როდესაც მატჩში ჩართვა მოუხდა, 3 რთული სეივი აუღელვებლად გააკეთა", - წერს მარკა.