მიმდინარე წლის დასაწყისში ტურინის იუვენტუსის ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას დოპინგის ტესტის ჩაგდების გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
პოგბამ მას შემდეგ არაერთხელ თქვა, რომ ხელი ბევრ რამეზე აქვს ჩაქნეული და იმედი აღარ აქვს, რომ მაღალ დონეზე კვლავ ითამაშებს.
როგორც ჩანს, იმედი იუვეს ხელმძღვანელობასაც გადაეწურა, რომელიც აპირებს, რომ პოლ პოგბასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტოს.
აქამდე ტურინში მიაჩნდათ, რომ პოგბასთვის სასჯელის შემსუბუქების შანსი არსებობდა, მაგრამ იუვეს ბოსებმა აზრი შეიცვალეს და პოლთან დამშვიდობება გადაწყვიტეს.