იმის გამო, რომ ტერ შტეგენმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, გერმანელი მეკარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, ბარსელონამ კი მისი შემცვლელის ძიება უმალვე დაიწყო.
მედიაში რამდენიმე გვარი დაიწერა, მაგრამ კატალონიელებმა ბოლოს ვოიცეხ შესნი აირჩიეს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.
პოლონური პორტალის, Meczyki.pl-ის ცნობით, შესნი და ბლაუგრანა ერთმანეთს უკვე ხელფასის საკითხს უთანხმებენ.
მაშასადამე, თუ რამე გაუთვალისწინებელმა არ იჩინა თავი, მაშინ პოლონელი მეკარე ფეხბურთს კვლავ დაუბრუნდება და ბარსაში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.