როგორც უკვე იცით, მანჩესტერ სიტის როდრი მთელი დარჩენილი სეზონის განმავლობაში დააკლდება, რადგან ესპანელმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
როდრის ტრავმიდან საკმაოდ მალევე უცხოურ მედიაში იმ ფეხბურთელის ვინაობა დასახელდა, რომლითაც სიტის გაძლიერებას აპირებენ.
აღნიშნული ფეხბურთელი მარტინ სუბიმენდი გახლავთ, რომელიც ახლა სოსიედადში თამაშობს და ბარსელონას ინტერესის სფეროში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო.
მარტინ სუბიმენდი მთელი თავისი კარიერაა ამ კლუბშია. მან ლა ლიგაში პირველი პროფესიონალური მატჩი 2018/2019 წლების სეზონში გამართა, მას შემდეგ კი ბასკური კლუბი არც დაუტოვებია.