სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ როდრი მიღებული ტრავმის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს!
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ნაკრების საყრდენმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც ნახევარმცველმა სეზონი ნაადრევად დაასრულა.
გარდა როდრის ტრამვისა, მან.სიტის კევინ დე ბრუინის დანაკლისიც აქვს, რის გამოც ქალაქელთა სამომავლო მატჩებში გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
სხვათა შორის, გულშემატკივართა ნაწილი მოხშირებულ ტრავმიანობას გადატვირთულ გრაფიკს აბრალებს.