UFC-ის ქართველ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს 2025 წელს ქამრის დაცვა მოუწევს და უახლოეს პერიოდში მომდევნო მეტოქის ვინაობაც უნდა დასახელდეს.
დვალიშვილთან ბრძოლის ყველაზე კარგი ვარიანტები უმარ ნურმაგომედოვს და ფიგერედოს აქვთ, რომელთაგანაც მერაბის სასურველი მეტოქე ბრაზილიელია, თუმცა ქართველი მანქანა არცერთთან ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს.
"მე UFC-ის პასუხს ველოდები, ჩემთვის ფიგერედო უფრო იმსახურებს ბრძოლას მაგრამ ვნახოთ, როგორც UFC-ის ბოსები იტყვიან ისე იქნება. მე ყველასთვის მზად ვარ", - განაცხადა მერაბმა.