ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ბარსელონა სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:5 გაანადგურა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ფლიკის გუნდის მეკარემ, მარკ ანდრეა ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და წინასწარი მონაცემებით მიმდინარე სეზონის სრულად გაცდენა მოუწევს.
გერმანელი მეკარის შემცვლელი გუნდში ინიაკი პენიაა, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 32 გოლი გაუშვა, რაც არც ისე კარგი შედეგია.
ადგილობრივი გამოცემები ვარაუდობენ, რომ ბარსელონა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მეკარის შეძენას შეეცდება, რომელთაგანაც ყველაზე რეალური ვარიანტები კეილორ ნავასი გახლავთ.
ცოტა ხნის წინ კი ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ უკლუბოდ დარჩენილი 37 წლის კოსტა რიკელი მეკარე მზადაა ბარსელონას შეთავაზებას დათანხმდეს.