იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებს "ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს" უტარებს.
"კონტემ ვარჯიშისას ფეხბურთელებს განუცხადა - გუნდში არ არსებობს მე, არსებობს მხოლოდ ჩვენ! თუ დიდების მიღწევა გვსურს, მხოლოდ საკუთარ თავებზე ნუ იფიქრებთ!"
ერთი შეხედვით, კონტემ ნაპოლიში ენთუზიაზმი დააბრუნა და წარმატების მიღწევას თავდამბლობითა და გამარჯვების ჟინით აპირებს", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მე-5 ტურის შემდეგ, ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში 10 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს, ტორინოს 1 ქულით ჩამორჩება.