ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური გვერდი განახლებული საწვრთნელი ბაზის ფოტოებს აქვეყნებს და თან წერს:
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ხელშეწყობით ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე ახალი ბუნებრივი საფარის მინდორი დაიგო. გუნდი სეზონისთვის მზადებას სწორედ აქ გააგრძელებს."
"პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ მინდორზეც, სადაც ტორპედო წლების განმავლობაში ვარჯიშობდა. ამგვარად, ახალ სეზონში კლუბს თავის საწვრთნელ ბაზაზე ორი ბუნებრიფი საფარის მინდორი ექნება", - წერს ტორპედო
აი, რას ამბობს ახალ ბაზაზე ქუთაისული კლუბის დამრიგებელი:
[b]"საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული სამუშაოები ფანტასტიურია. დიდ შექებას იმსახურებს კლუბის ხელმძღვანელობა - ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო იაფი. ჩვენ გვჭირდებოდა მინდორი, რომელიც სათამაშო მინდორთან იქნებოდა მიმსგავსებული. მზადებას აქ გავაგრძელებთ. ამან სისწრაფე და ხარისხი უნდა შეგვმატოს"[/b], - სტივ კინი