ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ჩემპიონატის მიმდინარეობაზე და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერზე, კატალონიის ბარსელონაზე ისაუბრა.
"მადლობა ღმერთს, ბარსელონამ უფრო მეტი ფეხბურთელი არ შეიძინა, თორემ მატჩებს 10-0 მოიგებდნენ", - განაცხადა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას წლების განმავლობაში ფინანსური დავალიანებები ეზრდება და ამ მიზეზის გამო, ყოველი სეზონის წინ ტრანსფერებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს - იყო შემთხვევები, როცა გუნდი ფეხბურთელის დარეგისტრირებას ფინანსური ფეარ პლეის დარღვეის გამო ვერ ახერხებდა.
შეგახსენეთ, 6 ტურის შემდეგ, ბარსელონას ყველა მატჩი მოგებული აქვს და 18 ქულით ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.