"ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმისგან მიყენებული ზიანისა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კლუბს, შესაძლოა, დაახლოებით 10 დღეში დაუბრუნდეს.
როგორც ცნობილი ხდება, ნიდერლანდელი ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მიმდინარე თვის ბოლოს, ლა ლიგის მე-8 ტურში, ოსასუნასთან (28/09) მატჩში ან ოქტომბრის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგაზე იანგ ბოიზთან (01/10) დაუბრუნდება.
დე იონგმა კოჭის ტრავმა 21 აპრილს, "რეალთან" მიიღო და მას შემდეგ, 12 მატჩის გამოტოვა.