ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის 12 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონასთან განმეორებითი მატჩი ელის და როგორც სჩანს, ესპანური კლუბი ამ თამაშს 2 უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს.
ბარსას ტრავმების გამო ბილბაოსთან მატჩში ფრენკი დე იონგი და პედრი გამოაკლდა.
როგორც ცნობილი ხდება, დე იონგი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო 3-4 კვირას გამოტოვებს, ხოლო პედრი, რომელსაც კოჭის მყესები აქვს დაზიანებული, მინდორზე გასვლას 5-6 კვირა ვერ შეძლებს.