2024 წლის 17 ნოემბერს, აიაქსის და რეალ მადრიდის ლეგენდები საქველმოქმედო შეხვედრას გამართავენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც მიიღებს, რომელიც რასაკვირველია აიაქსის რიგებში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი შემტევი ჰოლანდიურ კლუბში 1997-2002 წლებში თამაშობდა და ჩატარებულ 125 მატჩში თავის გამოჩენა 72 გოლითა და 15 საგოლე გადაცემით მოახერხა.