გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც ლივერპულის საკუთრებაა და 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში თამაშობს, კლუბის პრესსამსახურთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, გიორგიმ ესპანურ კლუბში გატარებული პერიოდი მოკლედ შეაჯამა და ვალენსიას მადლობა გადაუხადა.
"ამ ქალაქმა და გუნდმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და მინდა, რომ კლუბისთვის წელსაც მაქსიმუმი გავიღო. ჯამში წარმოუდგენელი 4 წელი გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ვალენსიას. ყოველდღიურ შრომას ვაგრძელებ!", - განაცხადა მამარდაშვილმა.