მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარიერას აიაქსში გააგრძელებს - ტრანსფერიდან მალევე, კლუბის პრესსამსახურთან მიცემულ ინტერვიუში გიორგიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საკუთარ მიზანზეც.
"ჩემი მიზანია, მივიღო სათამაშო დრო, წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და ყველა ის თვისება, რაც საჭიროა ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად", - განაცხადა გიორგიმ.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ აიაქსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა - ტრანსფერი კი 16 მილიონი ევრო დაჯდა (+3მლნ ბონუსები).