1 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უემბლიზე, მადრიდის რეალი დორტმუნდს დაუპირისპირდეება.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 20 მილიონი ევროთი ჯილდოვდება, თუმცა იდუნა პარკის მობინადრეები ფინალში მარცხის შემთხვევაში ორჯერ უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ. ამის მიზეზი არის ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი სიგნალ იდუნა პარკიდან მერენგებში.
კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი შემტევი "ბლანკოსთან" ერთად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, დორტმუნდი დამატებით კიდევ 25 მილიონს მიიღებს.
სანტიაგო ბერნაბეუზე გადასული შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ მიღებულ 25 მილიონ ევროსთან ერთად, ბორუსია ასევე მიიღებს 15.5 მილიონს, როგორც ვიცე-ჩემპიონი.
ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და 20 მილიონი, მეორე მხარეს კი საერთო ჯამში 40.5 მილიონი და ვიცე-ჩემპიონობა.