VIDEO: მბაპემ დუმილი დაარღვია: "აი, ამიტომ ვტოვებ პსჟ-ს " » სპორტის ხაზი

VIDEO: მბაპემ დუმილი დაარღვია: "აი, ამიტომ ვტოვებ პსჟ-ს "

VIDEO: მბაპემ დუმილი დაარღვია: "აი, ამიტომ ვტოვებ პსჟ-ს "
10-05-2024, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

კილიან მბაპემ დუმილი დაარღვია და დღეს განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს დატოვებს.

"სალამი, მე კილიანი ვარ და თქვენთან საუბარი მინდოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა დრო მოვიდოდა, თქვენთან ვისაუბრებდი. მოკლედ, მინდა დავაანონსო, ეს ჩემი ბოლო წელია "პსჟ"-ში. კონტრაქტს აღარ გავახანგრძლივებ და მოგზაურობა სრულდება. ბოლო მატჩს კვირას ვითამაშებ.

"ძალიან დიდი ემოციაა და პატივი, რომ შანსი მქონდა ამ უდიდესი კლუბის წევრი გავმხდარიყავი, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ძალიან გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი. მსოფლიოს დიდებული ჩემპიონები დამეხმარნენ ამ ყველაფერში. ისინი კაცად ჩამოყალიბებაშიც დამეხმარნენ.

"ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თითოეულ თანაგუნდელს, მწვრთნელებს, უნაი ემერის, ტუხელს, პოჩეტინიოს, კრისტოფე გალტიერსა და ლუის ენრიკეს. სპორტული დირექტორების მადლიერიც ვარ და იმ სტაფის წევრებისიც, რომლებიც არ ჩანან და ჩრდილში არიან. მსგავსი ხალხი კლუბმა მეტად უნდა გამოჩინოს და ეჭვიც არ მეპარება, ამ კლუბში ისინი შესაბამის დაფასებას იღებენ.

"რთულია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენად რთული იქნებოდა იმის დაანონსება, რომ კლუბსა და ქვეყანას ვტოვებ, თუმცა ვფიქრობ, ეს მჭირდება. 7 წლის შემდეგ ახალი გამოწვეევების დროა.

"არის ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო - ქომაგებს. ვიცი, ყველაზე კარგად არ გამომდის დემონსტრირება, მაგრამ მე იმით ვცხოვრობდი, რა სიყვარულიც თქვენგან მოდიოდა,

"არასდროს ვინანებ აქ მოსვლას, შეიძლება გძულდეს ეს კლუბი, მაგრამ მე სიყვარული ავირჩიე. მთელი ცხოვრება გულში იქნებით. მართალია, მათთვის აღარ ვითამაშებ, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ "პსჟ"-ს თამაშებს.

"ეს მე ვარ. ჩემი ნაკლოვანებებითა თუ კარგი თვისებებით, ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო. თქვენს გარეშე ასეთ გამოცდილებას ვერ მივიღებდი. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და დარჩენილ დროს ერთად კარგად გავატარებთ. ჩემს გულში სამუდამოდ დარჩებით", - აცხადებს მბაპე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი