საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცოგოვინის ჩემპიონატის მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
"სარაევოს" 23 წლის შემტევი ადგილობრივმა TV Arena Sport-მა, WWin-თან ერთად, ტურის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის დაასახელა.
ბოლო ტურში გულიაშვილის "სარაევომ" საკუთარ მოედანზე "პოსუშიე" მიიღო და ქულები დაკარგა - 2:2. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი გულიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ქართველი შემტევი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და ერთი გოლი ევროტურნირებზეც აქვს გატანილი.