ჩემპიონთა ლიგაზე დინამო ზაგრების წინააღმდეგ გამართული მატჩი ტომას მიულერისთვის 152-ე იყო, რითაც ბაიერნის ფეხბურთელმა ლეგენდარული ჩავი ერნანდესის რეკორდი გააუმჯობესა.
ამ მაჩვენებლით, გერმანელი შემტევი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ზემოთხსენებული ტურნირის ისტორიაში ერთი გუნდის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.
აქამდე რეკორდს ჩავი ფლობდა, რომელმაც ბარსელონას მაისურით ლიგაზე 151-ჯერ ითამაშა.