დღეს გავრცელებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ მადრიდის რეალის 18 წლის შემტევმა, ენდრიკმა ცოლი მოიყვანა.
ენდრიკი გაბრიელი მირანდას 2023 წლიდან ხვდებოდა და წყვილმა ურთიერთობა დაქორწინებით დააგვირგვინა.
ისინი აღარ არიან ცალ-ცალკე ორნი, არამედ არიან ერთი მთლიანი. ამიტომ, რაც ღმერთმა ერთად შეართა, ნუღარავინ გაააცალკავებთ.
- წერს წყვილი სოც.ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა 18 წლის ენდრიკი პალმეირასიდან დაიმატა და ახალგაზრდა ბრაზილიელმა 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.